გამოქვეყნდა Golden Boy-2022-ის პრიზზე ნომინანტების საფინალო სია.
პრეტენდენტების ჩამონათვალში 20 ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ Tuttosport-ის ჯილდო, რომელიც 21 წლამდე ასაკის ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელს გადაეცემა.
ნომინანტებში მოხვდნენ: ჯუდ ბელინგემი, კარიმ ადეიემი („ბორუსია“ დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა („რეალი“), პედრი, ანსუ ფატი, გავი („ბარსელონა“), ანტონიუ სილვა („ბენფიკა“), ფაბიუ კარვალიო (“ლივერპული“), დენიან ნონტო („ლიდსი“), იოშკო გვარდიოლი („ლაიპციგი“), ჯამალ მუსიალა, მატის ტელი, რაიან გრავენბერხი („ბაიერნი“), ფაბიო მირეტი („იუვენტუსი“), ნიკო გონსალესი („ვალენსია“), ნუნუ მენდეში (პსჟ), ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“), ნიკოლო ზალევსკი („რომა“), ბენიამინ შეშკო („ზალცბურგი“) და დესტინი უდოჯი („უდინეზე“).
2021 წელს ეს პრიზი „ბარსას“ ნახევარმცველმა პედრიმ აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings