in

Globe Soccer Awards-ის ცერემონია: ვინისიუსი წლის ფეხბურთელია, რეალი წლის გუნდი, რონალდოს ცალკე პრიზები მისცეს…

დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში წლის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ვინისიუსმა მიიღო Globe Soccer Awards-ის ჯილდო როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელმა. მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბის გარდა პრეტენდენტები იყვნენ:
ჯუდ ბელინგემი (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო მადრიდი), ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ადემოლა ლუკმანი (ატალანტა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), კილიან მბაპე (რეალი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), კოულ პალმერი (ჩელსი), როდრი (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) და ლამინ იამალი (ბარსელონა).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ წარმომადგენელი ლამინ იამალი დასახელდა.
პრიზზე ასევე ნომინირებული იყვნენ: პაუ კუბარსი (ესპანეთის ნაკრები, ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო (არგენტინის ნაკრები, მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გიულერი (თურქეთის ნაკრები, მადრიდის რეალი), კობი მაინუ (ინგლისის ნაკრები, მანჩესტერ იუნაიტედი), სავიო მორეირა (ბრაზილიის ნაკრები, მანჩესტერ სიტი) და კენან ილდიზი (თურქეთის ნაკრები, იუვენტუსი).

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მადრიდის “რეალიდან” კარლო ანჩელოტის გადაეცა.
პრეტენდენტებში ასევე იყვნენ: ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი), მიკელ არტეტა (არსენალი), ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები), ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (“ინტერი”).

წლის საუკეთესო კლუბის ჯილდო „რეალს“ გადაეცა. მადრიდულმა გუნდმა აჯობა ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან „მანჩესტერ სიტი“, „ინტერი“, „ბაიერ ლევერკუზენი“, „ატალანტა“, „ალ აჰლი“, „ატლეტიკო მინეირო“, „ბოტაფოგო“, „ოლიმპიაკოსი“ და „სპორტინგი“.

კრიშტიანო რონალდომ ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. მისი მეტოქეები იყვნენ რიად მაჰრეზი (ალ-აჰლი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ-ჰილალი), სალემ ალ-დოსარი (ალ-ჰილალი) და სუფიან რაიმი (ალ-აინი).

„ალ აინი“ (გაერთიანებული საემიროები) ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო კლუბად აღიარეს. ჯილდოსთვის ასევე იბრძოდნენ „ალ-აჰლი“, „ალ-ჰილალი“ და „ალ-ნასრი“ (ყველა საუდის არაბეთი).

ბარსელონა” წლის საუკეთესო ქალთა კლუბად აღიარეს. კატალონიურმა გუნდმა ჩამოიტოვა “ბაიერნი”, “ჩელსი” და “ლიონი”.

კატეგორიაში „საუკეთესო ფეხბურთელი ქალი“ გამარჯვებული გახდა აიტანა ბონმატი (ესპანეთის ნაკრები, ბარსელონა).

ასევე: ჯუდ ბელინგემი წლის ნახევარმცველად დასახელდა. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი აჯობა როდრის, პალმერს, კროოსს.
ვინისიუსმა კი წლის თავდამსხმელის ჯილდოც მოიგო.

გარდა ამისა, კრიშტიანო რონალდომ სტატისტიკური მიღწევებისთვის ცალკე პრიზი მიიღო.
39 წლის თავდამსხმელმა Globe Soccer Awards მოიგო, როგორც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
2024 წელს პორტუგალიელმა კარიერაში გატანილი 900 გოლის ნიშნულს გადააჭარბა. ამჟამად მის ანგარიშზეა 916 გოლი: 781 კლუბებში, 135 ნაკრებში.
კარიერის განმავლობაში რონალდო თამაშობდა “სპორტინგში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალსა” და “იუვენტუსში”. ახლა ის წარმოადგენს „ალ-ნასრს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმ დღეს ველოდები როდის ჩავალ და ვნახავ: ვახტანგ სალიამ შესაძლოა უმაღლესში ვერ ჩააბაროს

ტოპ 5 ლიგის ნაკრები ამ დროისათვის