in

საქართველო ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია: ბელგიამ დამატებით დროში მოგვიგო

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის საშინაო ევრობასკეტი დაიწყო და “თბილისი არენაზე” ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა სავსე ტრიბუნების ქვეშ მიდიოდა და ქართველმა გულშემატკივარმა, თავისი ხმამაღალი და საოცარი გულშემატკივრობით ეს ლამაზი საკალათბურთო დღე კიდევ უფრო გაალამაზეს., მაგრამ… ჩვენმა ნაკრებმა დღეს უსუსტესი მატჩი აჩვენა,ბელგიელები სამი მეოთხედი თითქმის ყველაფერში გვჯობდნენ, როგორც ფარქვეშ, ასევე პერმიეტრზე, მაგრამ მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებში სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მაინც შევძელით ამ მატჩის დაქაჩვა და შეხვედრა დამატებით დროშიც გადავიყვანეთ, სადაც დასაწყისიც კარგი იყო, მაგრამ ბოლოს იღბალი ბელგიელთა მხარეს აღმოჩნდა და ევრობასკეტიც მარცხით დავიწყეთ.

შეხვედრა ნერვიულად დაიწყო და ეს გასაგებიცაა. ასეთი მნიშვენლობის ტურნირზე პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში ყოველთვის რთული ჩასატარებელია და ეს მატჩის პირველ წუთებსაც დაეტყო, როდესაც ორივე გუნმა რამდენიმე შეტევა გააფუჭა.

საშინაო ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების პირველი ქულები ჩვენი გუნდის ლიდერის გიორგი შერმადინის 2 ქულით დაიწყო. პირველ ტაიმში ილიას ზუროსის გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც ჯერ ეფექტური შესვლით მოათავსა ბურთი კალათში, შემდეგ სამქულიანიც ჩააგდო და ეფექტურადაც ჩატენა ბურთი კალათში. ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო გოგა ბითაძემ. მატჩი ქულა-ქულაი მიდიოდა და ანგარიში 11-11 იყო, როდესაც ბელგიელებმა 5:0 გაქცევა გაგვიკეთეს და პერიოდი 16:11 მოიგეს. პირველ პერიოდში სერიოზული პრობლემა პერიმეტრის დაცვა და ძირითადად ბელგიელებმა ქულები სწორედ სამქულიანების მეშვეობით მოიპოვეს. რამდენჯერმე საკუთარ ფარზეც წავაგეთ ბურთი და მეტოქეს მეორე შანსი მივეცით.

მეორე პერიოდსაც მძიმე დასაწყისი ჰქონდა. ბელგიელებს კარგად ჰყავდათ ჩვეი მაღლები გადაკეტილი. აბსოლუტურად ინერტული იყვნენ ჩვენი ცენტრები- გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე, რომელთაც პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ. მიუხედავად, მაღალი ხუთეულისაა ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ბელგიელები კი, თავიანთი ჩვეული სტილით, სამქულიანებით ცდილობდნენ ფონს გასვლა, რაც გამოსდიოდათ კიდეც.

მეორე პერიოდის შუაში გიორგი ცინცაძემ შეძლო ზუსტი საქმულიანის ჩაგდება, მაგრამ ამას რაიმე გარდატახა ჩვენს მატჩში არ შეუტანია. პირწმინდად ვაგებდით ფარს, როგორც მეტოქის, ისე საკუთარს, ვერ ვაგდებდით სამქულიანებს, ბელგია კი “პანტა-პუნტით” ყრიდა სამიანებს.

ეფექტური კომბინაცია გამოუვიდათ ბექა ბურჯანაძეს და გოგა ბითაძეს. ბექას ალეუპი და გოგას ჩატენვა. ცოტა ხანში გოგამ ისევ ეფექტურად ჩატენა. ამჯერას ასისტენტობა თედიუს მაკფადენმა ითავსა. მალე, გოგას +1-ც მოყვა, მაგრამ “ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა საჯარიმო ვერ ჩააგდო. ტაიმის ბოლო წამებზე თადიუს მაკფადენმა როგორც იქნა მოახერხა სამქულიანის ჩაგდება და ტაიმი 6 ბურთიანი სხვაობით წავაგეთ-32:38. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებისგან ყველაზე მეტი ქულა გოგა ბითაძეს (8) ჰქონდა. ბელგიელთაგან ყველაზე შედეგიანი ემანუელ ლეკომტე (8) იყო.

მესამე პერიოდის დასაწყისიც გავდა წინა ორისას. ისევ მძიმე თამაში და ნაკლები ფანტაზია შეტევაში საქართველოს ნაკრებისგან. ორიდან ორი გაფუჭებული საჯარიმოები გიორგი შერმადინისგან, ამას შირად ვერ ვნახავთ.

მესამე პერიოდში იყო რამდენიმე დამაიმედებელი მომენტი მაკფადენის სამიანი, რატის ეფექტური შესვლა, მაგრამ ეს პატარა გაბრწყინება საბოლოოდ არაფრის მომტანი აღმოჩნდა.

კარგი გქვონდა მეოთხედის ბოლო წამები, მაკფადენის სამულიანს, დაცვაში ბექაურის ძალიან მაგარი თამაში მოყვა-51:58 ბოლო მეოთხედის წინ.

მეოთხე მეოთხედი ილიას ზუროსის გუნდმა კარგად დაიწყო. ბელგიელებს არასრულ სამ წუთში 4 გუნდური ავკიდეთ. საქართველოს ნაკრებმა გოგა ბითაძის და კახაბერ ჯინჭარაძის ქულების მეშვეობით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. მალე, სანდრო მამუკელაშვილის ზუსტი სამქულიანი მოყვა. ცოტა ხანში სანდრომ თავისი სტილით თავზე გადაატანა ბურთი ბელგიელებს 62:60 და დარბაზიც დაინგრა. ბოლო წუთებში მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა. შეხვედრის დასრულებამდე 1:11 წუთით ადრე ბელგიელები 69:70-ს იგებდნენ. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო, ბელგიელებმა კი, ორი საჯარიმო გააფუჭეს და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ძირითადი დრო 70:70 დასრულდა.

ოვერტაიმიც ბრწყინვალედ დავიწყეთ. პირველი ქულები სანდრო მამუკელაშვილმა მიითვალა, მაგრამ ბელგიელებმა ისევ სამიანით გვიპასუხეს. მალე, ორქულიანი ისევ სანდრო მამუკელაშვილმა მიითვალა. ერთი წუთით ადრე, ანგარიში ისევ საყაიმო იყო. ბელგიელებმა 2-ქულიანი ჩაგვიგდეს, ჩვენ შეტევაში კი, მამუკელაშვილს გარბენი დაუფიქსირეს. 11.2 წამით ადრე, სანდრო მამუკელაშვილმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ანგარიში ისევ გათანაბრდა-76:76. ბელგიელებმა ისევ პერიმეტრიდან შეუეტიეს და 3 წამით ადრე სამქულიანიც ჩაგვიგდეს, რამაც ამ დრამატული მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბოლოს, დუდამ ისროლა სამიანი მატჩის გადასარჩენად, მაგრამ ვერ ჩააგდო და საქართველომ საშინაო ევრობასკეტი მარცხით დაიწყო.

სანდრო მამუკელაშვილის საოცარი თამაშის და ძალიან მაგარი მომენტების ხარჯზე საქართველომ, მიუხედავად სუსტი თამაშისა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქებმა მონტენეგროს ბოლო წამებზე მოუგეს

ეს მატჩი უკვე წარსულია: წინ 4 მატჩი გვაქვს – ზუროსის და მამუკელაშვილის შეფასებები