“დღეს ისე ვითამაშე, როგორც ალმირონი იზამდა” – ეს სიტყვები ჯეკ გრილიშს ეკუთვნის, როდესაც “მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილა” 3:2 დაამარცხა და ბოლო 5 სეზონში მე-4 ჩემპიონობა გაიფორმა.
კიბატონო, ირონიანარევი ქირდვა, რომლის არსიც გასაგებია – დღეს ძალიან ცუდი ვიყავიო…
იცით, ამის შემდეგ რა ხდება? – პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მიგელ ალმირონს უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. პარაგვაელისთვის წყალგამყოფი სეზონი დიდი სიამით მიმდინარეობს და დღეს ისეთი რამ მოხდა, სეზონის სტარტზე რთულად თუ წარმოვიდგენდით – მიგელ ალმირონი პრემიერ ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეა!
ზედიზედ 7 მატჩში გატანილი გოლი და რაც ყველაზე მთავარია – ედი ჰაუს ჯორდები პრემიერ ლიგის მე-3 საფეხურზე არიან!
კარმა დაუნდობელია და გრილიშს უკბილო ხუმრობა ბუმერანგივით მიუბრუნდა – დღეს ყველა მის მწირ გოლებსა თუ ასისტებსე ხუმრობს, არადა “მან სიტიმ” მის სანაცვლოდ 105 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რითაც ის ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი გახდა.
28 წლის პარაგვაელი კი ფეერიულ ფეხბურთს თამაშობს!
GIPHY App Key not set. Please check settings