Fiba-მ თბილისში მიმდინარე ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და თურქეთს შორის მომხდარ ინციდენტზე თურქული მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
თურქეთის კალათბურთის ფედერაცია ითხოვდ, რომ ინციდენტის დროს, მსაჯებმა თურქეთის ნაკრებს შეტევისთვის განკუთვნი 22 წამი დააკლეს, რის გამოც მატჩის გადათამაშებას, ან ერთი ოვერტაიმის ხელმეორედ თამაშს ითხოვდნენ.
ფიბა-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 22 წამის დაკლების შემთხვევაში მსაჯების მხრიდან მოხდა ტექნიკური შეცდომა, მაგრამ მას მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.
განცხადებაში ასევე წერია, რომ FIBA აგრძელებს მოკვლევას დუდა სანაძეს და ფურკან კორკმაზს შორის გასახდელში გაგრძელებულ კონფლიქტში სხვა პირების ჩართვასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, საშინაო ევრობასკეტზე საქართველომ თურქეთი 88:83 დაამარცხა. ერთ-ერთ ეპიზოდში დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც მოთამაშეებს შორის დაძაბულობა მოყვა.
GIPHY App Key not set. Please check settings