საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური “ლენოვო ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი FIBA-მ გამოარჩია.
მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ქართველი ცენტრი იმ 10 ცენტრს შორის დაასახელა, რომლებსაც მომავალ მსოფლიოს შესარჩევში უნდა დავაკვირდეთ.
“ბურთი ქართველ ცენტრამდე თუ მივა, ის აუცილებლად ჩააგდებს. გიორგი ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ქულებით მეექვსე იყო. ახლაც ფორმაშია და მზადაა გაუძღვეს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე“, – წერს fiba ქართველ ცენტრზე.
შერმადინის გარდა ტოპ-10 ცენტრს შორის მოხვდნენ: ჯორდან ბელი (აშშ), ჟუ ქი (ჩინეთი), ოლეკ ბალჩეროვსკი (პოლონეთი), დენგ გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჟილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სოვაილემი (საუდის არაბეთი), ისმაელ ბაკო (ბელგია).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings