in

Exclusive: ლაშამ ისტორია დაწერა და ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს – ლაშა გუჯეჯიანი

ლაშა შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა: ლაშა მსოფლიო ჩემპიონია

ლაშას ტრიუმფის შემდეგ, Sport4me.ge ბუდაპეშტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლაშა გუჯეჯიანს დაუკავშირდა და ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

“უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ შედეგს. პირადად ლაშას, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ უმაღლესი დონის ძიუდოისტია და ის მუდამ მაქსიმუმისთვის იბრძვის. მან ისტორია დაწერა – სამი დიდი ტურნირის ჩემპიონია, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. ლაშა კიდევ ბევრჯერ ასახელებს საქართველოს. ტოკიოში იგი მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზებს და მიზანი იქაც მედლის მოპოვება იქნება”, – გვითხრა ლაშა გუჯეჯიანმა.

დღეს, საქართველოს სახელით -81 კგ-ში ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0