in ,

EJU შავდათუაშვილზე: ლაშას წელი

ევროპის ძიუდოს კავშირმა ქართველ ძიუდოსტს ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვა სათაურით -“შავდათუაშვილის წელი” .

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელა. მან წელს ბუდაპეტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამი დიდი ტურნირის(ოლიმპიადა, მსოფლიო, ევროპა) ოქროს მედალს ფლობს. ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ოლიმპიური მედლების სრული კომპლექტის მფლობელია.

„ჯადოსნური განცდაა, როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ. ეს წელი წელი ჩემთვის საოცარი იყო. რეიტინგში პირველი ვარ და მიხარია, რომ არ ვნებდები. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და დღემდე სამი მთავარი ტიტული მაქვს მოგებული – ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობები. ეს ბევრი შრომისა და ძალისხმევის შედეგი გახლავთ. მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო, ძიუდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მან ყველაფერი მომცა, რაც დღეს გამაჩნია. პირველ რიგში დიდებული ქომაგები მყავს, რომლებიც ჩემს წარმატებას იზიარებენ და ჩემთან ერთად ბედნიერები არიან. ეს ბრძოლისა და დიდ მოტივაციას მაძლევს. როდესაც წარმატებას ვაღწევ, იმწამსვე მავიწყდება ის შრომა, რაც ადრე გავწიე და მაშინვე მეტი ვარჯიშის სურვილი მეუფლება. ბედნიერი კაცი ვარ! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“ – თქვა შავდათუაშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრაგედია: 20 წლის მეკარე მეტოქესთან შეჯახების გამო გარდაიცვალა

პსჟ-მ მესის მილიონი მაისური გაყიდა