in

BREAKING: მესი კონტრაქტს ახანგრძლივებს!

მესი “პარი სენ ჟერმენში” კიდევ 1 წლით დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი “ლა პულგას” ახალ ხელშეკრულებას 1+1 სისტემით შესთავაზებს. თავად არგენტინელი დარჩენის წინააღმდეგი არაა და კარიერის გაგრძელება კვლავ ევროპაში სურს.

მესიმ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. “ალბისელესტემ” მუნდიალის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა, ლეო კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

SOON: კრიშტიანუ არაბეთში ჩაფრინდება!

გიორგი მიქაუტაძე “ჯენოაში”?