მესი “პარი სენ ჟერმენში” კიდევ 1 წლით დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი “ლა პულგას” ახალ ხელშეკრულებას 1+1 სისტემით შესთავაზებს. თავად არგენტინელი დარჩენის წინააღმდეგი არაა და კარიერის გაგრძელება კვლავ ევროპაში სურს.
მესიმ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. “ალბისელესტემ” მუნდიალის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა, ლეო კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings