სარაგბო კლუბი “ბათუმი” საქართველოს ჩემპიონია. დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართა, რომელშიც “ბათუმი” ბოლნისის “ყოჩებს” დაუპირისპირდა.
2005 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი დიდად სანახაობრივი არ გამოვიდა და ეს არც იყო გასაკვირი. ფინალს ყოველთვის თან ახლავს დაძაბულობა. ორივე გუნდის მხარეს ბევრი იყო ჯარიმები. პირველ ტაიმში ანგარიში მამუკა ნინიძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიხსნა. ნინიძეს მალევე ზუსტი საჯარიმო დარტყმითვე ლაშა მალაღურაძემ უპასუხა. მატჩის 28-ე წუთზე “ბათუმმა” კარგად შეუტია. დერეფნიდან მოგებული ბურთის შემდეგ, ხვიჩა ბუჯიაშვილმა კარგად შეუტია, რის შემდეგაც კობა ბუჯიაშვილმა ნულოვან ზონაში სივრცე ნახა და მატჩის პირველი ლელო დაამიწა. გარდასახვა მამუკა ნინიძემ ზუსტად გარდასახა. აღსანიშნავია, რომ ლელოს დადების შემდეგ ვანო ფუტკარაძემ “ყოჩების” მორაგბე უხეშად შებოჭა, რის გამოც იგი ნიკა ამაშუკელმა 10 წუთიდან მოედნიდან გაასინბინა. შეხვედრა ჯარიმით განახლდა, რომელიც მალაღურაძემ ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმიც ისევ გამოცდილი “ბორჯღალოსანის” ლაშა მალაღურაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიხსნა.
თუმცა, “ყოჩების” მხარეს სათამაშო დისციპლინა სერიოზული პრობლემა იყო. აჭარული გუნდის რამდენიმე ფაზიანი შეტევების შემდეგ, ამაშუკელმა ამჯერად ნიკა კალანდარიშვილი გაასინბინა.. ირაკლი ნინიძის შეგირდებმა რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა. ბექა ურჯუკაშვილმა ხაზი კარგად ჩაჭრა და “ყოჩების’ ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი. ამ ლელოს მამუკა ნინიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა.
ამის შემდეგ, “ყოჩები” გააქტიურდნენ და მსაჯმა მოედნიდან “ბათუმელთა პირველი ნომერი ალექსანდრე შამილიშვილი გაასინბინეს. ბოლნისურმა კლუბმა შეუტია და ჩათვლის მოედანშიც შევიდა და ვიდეო რეფერთან კონსულტაციის შემდეგ, დაჩი ფოფხაძის ლელო ჩაითვალა. მალაღურაძის გარდასახვა არაზუსტია.
მატჩის მიწურულს გუგა შენგელიამ ლელო დაამიწა და მატჩში საბოლოო გარდატეხა შეიტანა.
საბოლოოდ, 18:14 “ბათუმის” სასარგებლოდ და აჭარლები მეოთხედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.
GIPHY App Key not set. Please check settings