2022 წლის იანვარში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე იასპარეზებს. დღეს, ტურნირის კენჭისყრა შედგა და დადგინდა, რომ საქართველოს ნაკრები, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე იქნება, D ჯგუფში იასპარეზებს.
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები: საბერძნეთის, არგენტინის და პოლონეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.
ATP Cup – სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ტურნირზე ნაკრებები მათი საუკეთესო (ATP რეიტინგით) წარმომადგენლების მიხედვით ხვდებიან, ვინაიდან და რადგანაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია, საქართველოს ნაკრები ტურნირზე სწორედ ბასილაშვილის წყალობით ითამაშებს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/3BD79127-2C4C-4205-921F-8ECA211E1124-768x768-1.jpeg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings