ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “მესტალიაზე” “ვალენსიამ” ბილბაოს “ატლეტიკი” გონსალო გედეშის ულამაზესი გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ამ მატჩში “ღამურების” კარს 21 წლის გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში დასწრებაზე ინიაკი უილიამსს აჯობა და გუნდი გოლისგან იხსნა.
ავტორიტეტული ესპანური As.com “ვალენსიას” აღნიშნულ გამარჯვებას ეხმიანება და მამარდაშვილზე წერს, რომ ის ბორდალასის გუნდის საკვანძო ფიგურაა.
“ვალენსია” სამეფო თასის ფინალში გავიდა და რაც ყველაზე მთავარია გუნდი დაცვაში ათამაშდა. ის სამცველიანი ტაქტიკა, რომელსაც მთელი სეზონია ბორდალასი მიმართავს, როგორ იქნა, ამოქმედდა. ამაში “ღამურებს” პაულისტას დაბრუნებაც დაეხმარა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში, რომელმაც გამარჯვება ტრიბუნებზე ოჯახთან ერთად აღნიშნა. მართალია, ბილბაოელებმა მისი კარის მიმართულებით ბევრჯერ ვერ დაარტყეს, მაგრამ გიორგი დამაჯერებელი იყო საჰაერო ბურთებზე, გამოსვლების დროს და ერთ ეპიზოდში უილიამსის მომენტისას, როცა მისი თამაშში ჩართვა გახდა საჭირო, ბრწყინვალედ იმოქმედდა და ვინ იცის იქნებ სწორედ ამ მომენტმა გადაწყვიტა “ვალენსიას” ფინალში გასვლის ბედი. მამარდაშვილმა ბოლო მატჩებში კარის ხაზზე თავისი დამაჯერებლობლობით გუნდს უსაფრთხოების განცდა შეუქმნა”, – წერს ესპანური გამოცემა.
“ვალენსია” კოპა დელ რეის ფინალში 13 აპრილს, სევილიის “ლა კარტუხაზე” “ბეტისს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings