in

მალხაზ ურჯუკაშვილი: გუნდებს აძალებენ არჩევნებზე ტყემალაძეს მიეცით ხმაო და ამათ სურთ რაგბის განვითარება?!

საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა 10 მარტს “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში გაიმართება. არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება დარეგისტრირებული – იოსებ ტყემალაძე. ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი კი, აღნიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ.

ასევე, ირაკლი აბუსერიძე 400-კაციან მხარდამჭერთა სიას აქვეყნებს, რომელთა შორისაც ლეგენდარული მორაგბეები არიან.

Sport4me.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” მალხაზ ურჯუკაშვილმა (69 კეპი და 313 ქულა ნაკრებში) ქართულ რაგბიში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ქართულ რაგბის სჭირდება ცვლილებები. რაგბის კავშირს ძალიან დიდი ხანია ერთი გუნდი მართავს. იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ “ბექგრაუნდში” კვლავ იგივე ხალხი რჩება. მათი მმართველობის დროს გარკვეულ სიმაღლემდე მივედით, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, ქართული რაგბი წინ არ წასულა და ერთ ადგილს ტკეპნის. ამისთვის საჭიროა ახალი ძალა. ირაკლი აბუსერიძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი და კიდევ სხვა ლეგენდარული მორაგბეები ვართ აქეთ, რომლებმაც ქართული რაგბი დღემდე მოიტანეს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მეორე მხარის მხრიდან გამოქვეყნებულ 112-კაციან სიაში 20 კაცის მეტი ვერავინ ვიცანი.

მე არ ვარ ირაკლი აბუსერიძის მხარეს. მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი და ვიქნები სიმართლის მხარეს და ახლა ეს სიმართლე არის ირაკლი აბუსერიძისკენ. ბაჩო ხურციძე და ის გუნდი უნდა დარბოდეს ახლა სასამართლოში, არჩეული პრეზიდენტი კი არა. აქამდე სად იყო იოსებ ტყემალაძე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე რომ გამოაჩინეს? გამოსულიყო მანამდე, ეთქვა საკუთარი პროგრამა და იქნებ მას ვუჭერდით მხარს. კარგი მორაგბე შეიძლება არ ნიშნავდეს კარგ მენეჯერს, მაგრამ წინასწარ რა იციან ამ ხალხმა ირაკლი აბუსერიძე როგორი მენეჯერი იქნება? ვაცადოთ უმრავლესობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქმის კეთება და შემდეგ 4 წლის მერეც ხომ იქნება არჩევნები. ამით ხომ არ მთავრდება ქართული რაგბი? მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ და როცა გარკვეულ დარგში პოლიტიკა ერევა, იქ ვერც რაგბი განვითარდება და ვერც ქვეყანა. რაგბის განვითარება თუ უნდა მეორე გუნდს, მაშინ კლუბებს არ დააშინებდნენ არჩევნებზე არ მიხვიდეთო”, – ამბობს მალხაზ ურჯუკაშვილი.

აქვე დავაანონსებთ, რომ მალხაზ ურჯუკაშვილის ვიდეოინტერვიუს დღეს ჩვენს facebook გვერდზე იხილავთ.

ვიქტორ კოლელიშვილი: კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ – აბუსერიძე ლეგიტუმური პრეზიდენტია

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

ბობა კვინიხიძე: უნდათ ომი? მიიღებენ სათანადო პასუხს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძემ უქულოდ დაამთავრა: პეისერსი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

ზიდანი და მალდინი საქართველოში ითამაშებენ