ზამთრის არდადეგები ყველგან დასრულდა და თითქმის ყველა ქართველი ლეგიონერისთვის სეზონი განახლდა. საკმაოდ საინტერესო მატჩები ვიხილეთ ჩვენი თანამემანულეებისგან და ხუთი ქართული გოლიც გავიდა. მოკლედ, მიმოვიხილოთ გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი აბურჯანიას “კარტახენამ” “ლეგანესი” 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. 57-ე წუთზე მისი შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რუბენ კასტრომ გაიტანა.
გიორგი მაკარაძის “ალმერიამ” საკუთარ მოედანზე “ლუგო” 4;1 გაანადგურა და ლა ლიგაში დასაბრუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 “სეივი” განახორციელა.
ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” “ალკორკონი” 3:1 დაამარცხა. ქართველი მარჯვენა მცველი სათადარიგო იყო.
საფრანგეთის ლიგა 2–ში ჯაბა კანკავას “ვალენსიენი” “კლერმონთან” 4:0 განადგურდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
მორიგი გოლი გაიტანა უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომლის “სერენმაც” “ლიერსს” 1:0 მოუგო. მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში გატანილი მე–17 ბურთია.
უნგრეთში ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” მტკ-სთან ფრე 2:2 ითამაშა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ხარაიშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს, დვალმა შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “პაკშს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. “უიპეშტის” შემადგენლობაში ერთი გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბუდუ ზივზივაძის”ფეჰერვარმა” , რომელმაც “ზალაეგერშეგი” 2:0 დაამარცხა. ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთში ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა კაჭარავას “ლეხმა” “ვარტასთან” 2:1 გაიმარჯვა. კვეკვესკირი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. კაჭარავა კი, ტრავმის გამო განცხადში არ ყოფილა.
ვაკო გვილიას “ლეგიამ” “გურნიკი” 2:1 დაამარცხა. ვაკო სათადარიგო იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.
ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგერი” “ალტახთან” 0:1 დამარცხდა. გიორბელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო. ლოჩოშვილი კი, მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.
თურქეთში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუმ” “ჰათაისფორთან” 1:4 წააგო. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასიც მიითვალა.
რუსეთის პრემიერ ლიგაში საბა კვერკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის “როტორმა” “ტამბოვი” 3:1 დაამარცხა. ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი. ნიკა ყიფიანი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ჯერ საგოლე პასი გაააკეთა, შემდეგ კი, თავადაც შეაგდო.
ჯიმი ტაბიძის “უფამ” “ხიმკისთან” 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
გია გრიგალავას “არსენალმა” “სოჩისთან” 0:4 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ლუჟნიკზე” მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მისმა “რუბინმა” “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. კვარაცხელია რა თქმა უნდა ძირითადში იყო და ორივე საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ხვიჩა: არ ვაქცევ ყურადღებას, როდესაც მირტყამენ – ქართველმა სპარტაკის დამარცხებით დაიწყო
საბერძნეთის სუპერლიგაში “პაოკმა” ნიკა ნინუას “ასტერასთან” 1:2 წააგო. ნინუა სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
უკრაინის პრემიერლიგაში დავით ხოჭოლავას “შახტარი” ლუგანსკის “ზორიასთან” 0:1 დამარცხდა. ხოჭოლავა განაცხადში არ ყოფილა.
გიორგი წიტაიშვილის “ვორსკლამ” საკუთარ მოედანზე “ოლექსანდრია” 3;1 დაამარცხა. ქართველმა 65-ე წუთამდე ითამაშა.
მორგი გოლი გაიტანა და აზერბაიჯანში ვერ აჩერებენ დავით ვოლკოვს. “ზირამ” “ნეფთჩი” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.
გრიგალავას სენსაცია და კიტეიშვილის ტრავმა: ქართველების გუნდების დუელი ევროპაში
GIPHY App Key not set. Please check settings