ინგლისში გამორჩეული გუნდების ჯახი იყო, მაგრამ არ ყოფილა ის, რაც ფეხბურთში მთავარია – გოლები. სამაგიეროდ გოლები გაიტანეს და როგორც იქნა მოიგეს „ლივერპულმა“ და „ტოტენჰემმა“. მეტიც, მერსისაიდელებმა საიუბილეო და საამაყო 7000 გოლი გაიტანეს. „არსენალმა“ კი სტუმრად ყოჩაღი „ლესტერი“ დაამარცხა და საკუთარ მწვრთნელს არტეტას ათქმევინა, „არსენალი“ არ იმსახურებს ცხრილში იქ ყოფნას, სადაც ახლა არისო.
„სიტი“ არ აგებს ზედიზედ 27 მატჩია. ეს საუკეთესო სერიაა 2017 წლის შემდეგ.
გვარდიოლას 200 გამარჯვება აქვს მოპოვებული „სიტიში“ ჩატარებულ 273 მატჩიდან. მოურინიოს ამდენიოვე ჰქონდ „ჩელსის“ 309 თამაშში.
გვარდიოლას 500 მოგება აქვს უმაღლესი ლიგის გუნდების თავკაცის პოსტზე: 200 – „სიტიში“, 179 – „ბარსაში“ და 121 – „ბაიერნში“.
„სიტიმ“ ზედიზედ 20 მატჩი მოიგო.
დე ბრიუინი პრემიერლიგის ისტორიაში მე-10 ადგილზე გადავიდა ასისტების რაოდენობით. პირველზე რაიან გიგზია – 162.
ამათ გაჩერებას საშველი არ დაადგა: სიტიმ ისევ მოიგო
„ტოტენჰემში“ ჰარი კეინს 25 (14+11) ქულა აქვს პრემიერლიგის 23 მატჩში.
უგო ლორისმა პრემიერლიგაში მე-100 მშრალოი მატჩი ითამაშა.
გარეთ ბეილმა ბოლო 4 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მოაგროვა.
„მანჩესტერს“ 1 მოგება აქვს ბოლო 4 მატჩში.
„მანჩესტერს“ 0 მოგება და 1 გოლი აქვს „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან 7 შეხვედრაში. საუბარია ამ სეოზნზე.
„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში სტუმრად ზედიზედ 20 მატჩია არ აგებს. „არსნელის“ რეკორდამდე 7 თამაშია.
ბრუნო ფერნანდეშს 1+0 ქულ აქვს „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან 7 თამაშში. მან მარტო „ტოტენჰემს“ გაუტანა.
„ჩელსის“ არ წაუგია 9-დან არცერთი მატჩი ტუხელის ხელში. ბოლო 5 მატჩში მარტო ერთი გოლი გაუშვა.
„ლივერპულმა“ პირველად მოიგო ბოლო 5 მატჩში. 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყდა.
„ლივერპულმა“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 7000 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი მარტო „ევერტონს“ აქვს.
მიდი და გააჩერე თუ ბიჭი ხარ: სიტი გაუთავებლად იგებს, ლივერპული კი აგებს (25-ე ტური)
26-ე ტური
სიტი – ვესტ ჰემი 2:1
ვესტ ბრომვიჩი – ბრაიტონი 1:0
ლიდსი – ასტონ ვილა 0:1
ნიუკასლი – ვულვზი 1:1
ლესტერი – არსენალი 1:3
ტოტენჰემი – ბარნლი 4:0
ჩელსი – მანჩესტერი 0:0
შეფილდი – ლივერპული 0:2
კრისტალ პალასი – ფულჰემი 0:0
ორშაბათი, 1 მარტი
ევერტონი-საუთჰემპტონი 23:59
GIPHY App Key not set. Please check settings