in

ბუცები, რომლითაც მესიმ სარეკორდო გოლი გაიტანა, ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ და „ადიდასმა“ კატალონიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმს ბუცები უსახსოვრეს.

ბუცებს ერთი თვით მუზეუმის ოვალურ დარბაზში გამოფენენ, შემდეგ კი აუქციონზე გაყიდიან.

შემოსული თანხა ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს მოხმარდებათ, რაც საკმაოდ მასშტაბური პროექტის, „ხელოვნება და ჯანმრთელობა“ ნაწილია.

საუბარია ბუცებზე, რომლითაც მესიმ პელეს რეკორდი, ერთი კლუბის სახელით გატანილი გოლების რაოდენობა გააუმჯობესა და „ბარსელონას“ რიგებში 644-ე გოლი შეასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თაღლითმა მარეზის 175 ათასით იბიცაზე დაისვენა, არმანის ჯინსები იყიდა და კაზინოებიც არ მოიკლო

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! სფფ-ს დაარსებიდან 31 წელი გავიდა