in

მერაბ შარიქაძე: მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე რუსეთთან წავაგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2020 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ბოლო ტურის შეხვედრაში პრინციპული მეტოქე რუსეთი 16:7 დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

ტრადიცია გრძელდება: რუსებს ისევ მოვუგეთ, თასიც ჩვენია, მაგრამ…

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვასილ ლობჟანიძის დადებული ლელო “rugby europe”-მა მეხუთე ტურის საუკეთესო ლელოდ დაასახელა.

ვასილ ლობჟანიძის ლელო საუკეთესოა: rugby europe-მა საუკეთესო ლელოები გამოარჩია

მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პირველ არხთან ინტერვიუში რუსებთან დაპირისპირებაზე და ქართული რაგბის მომავალზე ისაუბრა. ბუკამ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად ძლიერი გუნდია, მაგრამ რუსებთან დაპირისპირებას ყოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც მორაგბეებს ხელს უშლის.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ნაკრებზე ბევრად ძლიერი ნაკრები გვყავს. მათ ყველა კომპონენტში, ასევე ინდივიდუალურად ვჯობნივართ, მაგრამ რაც არ უნდა ვიძახოთ, რუსეთთან შეხვედრას ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მოთამაშეებზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხია.

პირდაპირ ვიტყვი. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე რუსეთთან წავაგო”, – ამბობს მერაბ შარიქაძე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: საქართველო? გეყოთ, გეყოთ

დახურული, მაგრამ მაინც ძალიან თამამი: რონალდოს ქალის ახალი საცურაო კოსტუმი