in

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: საქართველო? გეყოთ, გეყოთ

მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” კიდევ ერთხელ მოიგო, იტალია კი, ზედიზედ 24–ედ დამარცხდა, უელსის ნაკრების ექს–კაპიტან სემ უორბარტონი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ იტალია “6 ერის” გუნდებისთვის აღარაა ანგარიშგასაწევი ძალა და საქართველო შანსს იმსახურებს. უარბარტონი მიიჩნევს, “6 ერში” პლეი-ოფის სისტემა უნდა ამოქმედდეს.

უელსის ნაკრების ექს-კაპიტანი: საქართველო პროგრესირებს, იტალია კი ვერაფერს აჩვენებს

უელსელის ამ კომენტარს”სკუადრა აძურას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონორ ო’ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტალიასა და საქართველოს სარაგბო ნაკრებების შედარება სასაცილოა და “ბორჯღალოსნებს” “6 ერში” არაფერი ესაქმებათ.

“საქართველო? გეყოთ, გეყოთ. შეხედეთ იტალიის ნაკრების თამაშის ხარისხს. იტალია რა დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშობს და როგორ და შემდეგ შეხდეთ საქართველოს ნაკრებს. იტალიამ უკვე ეთამაშა საქართველოს ნაკრებს და ნახა ყველამ როგორ მარტივადაც მოიგო”, – ამბობს ო’ში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” ზედიზედ მესამედ მოიგო, იტალიას კი, “6 ერზე” 5 წელია თამაში არ მოუგია.

ტრადიცია გრძელდება: რუსებს ისევ მოვუგეთ, თასიც ჩვენია, მაგრამ…

ვასილ ლობჟანიძის ლელო საუკეთესოა: rugby europe-მა საუკეთესო ლელოები გამოარჩია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვარდიოლა ბაიერნს მიმართავს: როცა გინდათ, სადაც გინდათ ვითამაშოთ მეშვიდე თასისთვის

მერაბ შარიქაძე: მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე რუსეთთან წავაგო