in

ტოკიოში მსაჯიც გვეყოლება: ნუცუბიძე ოლიმპიადაზე იმსაჯებს

ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება. 2021 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2020 წლის ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება. მოგეხსენებათ, ეს მასშტაბური სპორტული ღონისძიება ჯერ კიდევ შარშან უნდა გამართული, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრების მთავარი იმედები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ლაშა გუჯეჯიანის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ტოკიოში ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი და ევროპის ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი წარმოადგენენ.

ასევე, უდიდესი ალბათობით, ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქალი ძიუდოისტებიც იასპარეზებენ. ამ მომენტისთვის სალიცენზიო ზონაში ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი წარადგენს.

ახლა კი, ძალიან სასიამოვნო ამბავი. ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული ძიუდო მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტოკიოში ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძე იქნება.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ნუცუბიძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზეც იყო და 4 ფინალური შეხვედრა იმსაჯა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნმა გვარდიოლას ბარსელონა გაიმეორა: 6 ტიტული სეზონში

ქართული ფეხბურთის იმედი იუბილარია: დღეს ხვიჩას 20 წელი შეუსრულდა