in , ,

ლევან შენგელია ისტორიულ შოტლანდიურ კლუბში – გამოვა “სელტიკი”?

67hailhail.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან შენგელიას გადაბირებით შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბი “სელტიკი” არის დაინტერესებული. ვებგვერდის ინფორმაციაში წერია, რომ გლაზგოელებს შეტევის მარჯვენა ფრანგზე გაძლიერება სჭირდებათ და ჟურნალისტები კლუბის ხელმძღვანელებს ურჩევენ იმ სამ ფეხბურთელზე გააკეთონ ყურადღება, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან. ესენია: ჩანგ-ჰონ კვონი (“ფრაიბურგი), ჯეიკობ მერფი (“ნიუკასლი”) და ლევან შენგელია (“ქონიასპორი”).

ლევან შენგელია თურქულ “ქონიაში” თბილისის “დინამოდან” აღმოჩნდა. ქართველმა შემტევმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 50 შეხვედრაში 25 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა. თურქეთის სუპერლიგაში კი, მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში 3 გოლი და 2 ასისტია.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarket-ის მონაცემებით, შენგელიას სატრანსფერო ღირებულება 1 800 000 ევროს შეადგენს.

“სელტიკი” შოტლანდიის 51-გზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის 39-გზის მფლობელი, შოტლანდიის ლიგის თასის 19-გზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი და უეფას თასის ფინალისტი გახლავთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადაიხადეთ 25 მილიონი და წაიყვანეთ: ყაზანში ხვიჩას ძვირად აფასებენ

გვილიამ კორონავირუსი დაამარცხა და ვარჯიშს შეუდგა