in

ისტორიული შანსი: ყველა მატჩში ვიბრძოლებთ – წყალბურთელების ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, დღეს, საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” როტერდამში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ რურუამ და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო ელაჩამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

“ურთულესი მატჩები გველის. ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ბიჭებში საბრძოლო განწყობაა და თითოეულ შეხვედრაში საბრძოლველად ჩავალთ აუზში. თურქეთი, ბრაზილია, კანადა… ჩემი აზრით, ამ გუნდების დამარცხება შეგვიძლია. უბრალოდ, მთავარია ფიზიკური მომზადება გვეყოს. 8 დღის განმავლობაში 8 თამაშის გამართვა ძალიან რთულია. ყველა წყალბურთელი კარგ ფორმაშია. ტრავმები არავის აწუხებს და ვნახოთ რა იქნება.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მარკო ელეზი დაუბრუნდა. მარკო საკმაოდ მაღალი დონის წყალბურთელია, გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება ტურნირზე დიდად წაგვადგება.

ზურაბ რურუა: სტანოიევიჩი ისეთ დეტალებზე მუშაობს, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით (ექსკლუზივი)

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 16 წყალბურთელით გაემგზავრება. მათ შორის ყველაზე გამოცდილი 36 წლის მარკო ელაჩაა.

“ეს ისტორიული შანსია, რომლის გამოყენების შეთხვევაშიც ქართული წყალბურთი ახალ ეტაპზე გადავა. ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს ამ მატჩების მნიშვნელობა და შევეცდებით წარმატებით გამოსვლას”, – ამბობს მარკო ელაჩა.

ნაკრები როტერდამში ხვალ დილით გაემგზავრება და ტურნირის პირველ შეხვედრას 14 თებერვალს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ოლიმპიური თამაშების საკვალფიკაციო ტურნირზე B ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები: საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, კანადა, თურქეთი იქნებიან.
ოლიმპიურ თამაშებზე ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის ზედიზედ 15 მოგება და ახალი რეკორდი: იქნებ 2017-ში იყო რეკორდი

გადაიხადეთ 25 მილიონი და წაიყვანეთ: ყაზანში ხვიჩას ძვირად აფასებენ