in

სიტის ზედიზედ 15 მოგება და ახალი რეკორდი: იქნებ 2017-ში იყო რეკორდი

„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ 15 მატჩი მოიგო (ყველა ტურნირზე). ეს ინგლისის უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის რეკორდია.

„სიტიმ“ თასის 1/8 ფინალში გასვლაზე „სუონსი“ დაამარცხა 3:1.

ამ მონაკვეთში გვარდიოლას გუნდმა 40 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. აქედან 10 მშრალი გამარჯვებაა.

პრემიერლიგის ბოლო ტურში გასვლაზე „ლივერპულის“ დამარცხებით, „სიტი“ ზედიზედ 14 მოგებით, ორ კლუბს გაუთანაბრდა: „პრესტონს“ – 1891/92 და „არსენალს“ – 1987/88.

„ვიცი, რომ რეკორდი დავამყარეთ და „პრესტონს“ და „არსენალს“ გავასწარით. ახლა რეკორდი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ამასაც გააუმჯობესებენ, რადგან ასეთია სპორტი“, – თქვა გვარდიოლამ.

„სიტის“ წაუგებელი სერია 22 მატჩია გრძელდება. ბოლოს ნოემბერში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა (0:2).

„სიტის“ საიტი აღნიშნავს, რომ 2017-ში გუნდმა 20 გამარჯვება მოიპოვა, უბრალოდ ერთი ფრე გამოერია – „ვულვერჰემპტონთან“ თასზე და მერე პენალტებით მოგება. ახლა საქმე ისაა, ამას სრულფასოვან მოგებად ჩათვლიან თუ არა.

პეპსაც სასიამოვნო პირადი მიღწევა აქვს – 200 მოგება „სიტიში“.

გვარდიოლამ სიტიში 200 მატჩი მოიგო, გატანილია 659 გოლი

ახლა „სიტის“ რთული მონაკვეთი ელის: ზედიზედ უწევს თამაშები „ტოტენჰემთან“, „ევერტონთან“, „არსენალთან“ და „გლადბახთან“.

ვნახოთ გაძლებს თუ არა სერია?!

მანამდე კი ამ სარეკორდო 15 მატჩს გადავავლოთ თვალი:

1:0 საუთჰემპტონი – პრემიერლიგა

4:1 არსენალი – ლიგის თასი

2:0 ნიუკასლი – პრემიერლიგა

3:1 ჩელსი – პრემიერლიგა

2:0 მანჩესტერი – ლიგის თასი

3:0 ბირმინგემი – ინგლისის თასი

1:0 ბრაიტონი – პრემიერლიგა

4:0 კრისტალ პალასი – პრემიერლიგა

2:0 ასტონ ვილა – პრემიერლიგა

3:1 ჩელტენჰემი – ინგლისის თასი

5:0 ვესტ ბრომვიჩი – პრემიერლიგა

1:0 შეფილდი – პრემიერლიგა

2:0 ბარნლი – პრემიერლიგა

4:1 ლივერპული – პრემიერლიგა

3:1 სუონსი – ლიგის თასი

40 გატანილი გოლი, 5 გაშვებული, 10 მშრალი მატჩი

This image has an empty alt attribute; its file name is 149003077_10165460765355455_4173882305885198902_o-819x1024.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომელი ჯობია – იდეალური ნახტომი თუ სექსი? მსოფლიო ჩემპიონი PlayBoy-სთვის გადაიღეს

ისტორიული შანსი: ყველა მატჩში ვიბრძოლებთ – წყალბურთელების ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე