in

იტალიაში ყინულის მოედანი ჩამოინგრა, მიზეზი დიდთოვლობა გახდა

იტალიაში, შტერცინგის კომუნაში „ვაიგენსტეფანის“ ყინულის მოედანს სახურავი ჩამოეშალა. შენობამ უხვი ნალექის შემდეგ დადებული თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
საბედნიეროდ, ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია. მოედანი კი შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

“ვაიგენსტეფანი” ჰოკეის კლუბ “ვიპტალ ბრონკოსის” (ალპების ჰოკეის ლიგა) საშინაო არენა იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს კეთილი საქმეები, რომელიც შეიძლება არ იცოდით

გოგას 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება