ესპანეთში, უფრო სწორედ დედაქალაქში, ისეთი თოვლი მოვიდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი რომ არ უნახავთ. მადრიდში ყველაფერი პარალიზებული იყო, მათ შორის მოუწიათ მატჩების გადადება. ამასობაში კი მესიმ და „ბარსამ“ გამოიღვიძეს. „რეალს“ კი რთულ პირობებში მოუხდა გასვლაზე თამაში და დაკარგული ქულების გამო მერე ამაზე წუწუნი.
ტიბო კურტუა „ოსასუნასთან“ მატჩზე (0:0): „ჩვენ ადამიანები ვართ და არ მარიონეტები. ძალიან სამწუხაროა, ლა ლიგა ასე რომ მოგვექცა“.
ზიდანი ამავე მატჩზე: „მატჩი უნდა გადაეტანათ. ასეთ ვითარებაში თამაში არ შეიძლება“.
„რეალმა“ პირველად ვერ გაიტანა ლა ლიგაში ოქტომბრის შემდეგ.
ტონი კროოსმა მე-300 მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში. გერმანელებს შორის შტილიკეს რეკორდამდე სულ რაღაც 8 თამაშია.
ედენ აზარი „რეალის“ ძირითადში პირველად გამოჩნდა 28 ნოემბრის შემდეგ.
“რეალმა” 2020 წელს 91 გოლი გაიტანა. ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 15 წელიწადში.
„ბარსელონა“ არ აგებს 8 მატჩია: 6 მოგება და 2 ფრე. ეს საუკეთესო სერიაა სეზონში.
მესის 48 გოლი აქვს ჯარიმებიდან „ბარსაში“ გატანილი. რონალდოს ერთით ნაკლები კარიერაში.
მესის 2 გოლი აქვს ჯარიმიდან გატანილი ბოლო 72 მცდელობიდან.
მესიმ დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში გაახერხა. ლეოს 8 (6+2) ქულა დაუგროვდა ლა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში.
მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველია, ვინც 10 გოლი გაიტანა ზედიზედ 15 სეზონში.
ანტუან გრიზმანმა დუბლი წელს პირველად გააკეთა.
გრიზმანმა შეწყვიტა 8-მატჩიანი უგოლო სერია „ბარსაში“.
სერხიო ბუსკეტსმა მე-600 მატჩი ჩაატარა „ბარსას“ მაისურით. უფრო მეტი მხოლოდ ჩავის, ინიესტას და მესის უთამაშიათ.
“მილანი” რეკორდებს უმიზნებს, რონალდო უკვე ამყარებს
“ვალენსიამ” მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა (7) ლა ლიგაში, როდესაც ბოლო 15 წუთში იტანდა.
„სევილიამ“ კოპეტეგისთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააგრძელა.
GIPHY App Key not set. Please check settings