საიტზე Humanities and Social Sciences Communications კვლევა დაიდო თემაზე მაყურებლის არარსებობის გავლენა საფეხბურთო მატჩებზე. მაგალითად აიღეს „ზალცბურგის“ მატჩები ავსტრიის ჩემპიონატში.
ავტორებმა გაანალიზეს 20 თამაში: 10 მატჩი 2018/19 წლების სეზონიდან (პანდემიამდე) და 10-ც 2019/20 წლების სეზონიდან (უმაყურებლო).
კვლევამ აჩვენა, რომ „ემოციური სიტუაცია“ ცარიელ ტრიბუნებზე 20%-ით ნაკლები იყო: ამაში შედის მოთამაშეებს შორის კინკლაობა, მსაჯთან კამათი და წესების დარღვევა. ჩვეულებრივ თამაშებში “ემოციური სიტუაციის“ 39%-ში მიზანი არბიტრები ხდებოდნენ – უმაყურებლოდ ამ მაჩვენებელმა 25% შეადგინა.
გარდა ამისა, ფეხბურთელები 4%-ით ნაკლებად ჯარიმდებოდნენ უმაყურებლო მატჩების დროს და იღებდნენ 14%-ით ნაკლებ სასჯელს – ყვითელ-წითელ ბარათებს.
მაყურებლების თანდასწრებით ფეხბურთელები და მსაჯები დაახლოებით 41 წუთს კამათობდნენ, მაყურებლის გარეშე – 27 წუთს.
პროექტის ავტორმა მიხაელ ლეიტნერმა აღნიშნა, რომ „მოთამაშეები და პერსონალი უფრო ცივსისხლიანები გახდნენ და ნაკლებად მიმართავდნენ კამათს და განხილვებს“.
სამაგიეროდ უმაყურებლოდ მეტი გოლი გავიდა: „ზალცბურგმა“ გულშემატკივრების თანდასწრებით 28 გოლი გაიტანა, მათ გარეშე კი – 36.
Humanities and Social Sciences Communications-ის სრული კვლევის გაცნობა ამ ბმულზე შეგიძლიათ:
https://www.nature.com/articles/s41599-020-00699-1
ევროპული ლიგების უმრავლესობა დღემდე უმაყურებლოდ განაგრძობს მატჩების ჩატარებას.
GIPHY App Key not set. Please check settings