in ,

დამოუკიდებლობა ფეხბურთს: ინგლისში მთავრობა რევოლუციას ამზადებს – ბუქმეკერებს სპონსორობა აეკრძალებათ

დიდ ბრიტანეთში სერიოზული ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში.
ინგლისში შემოდგომიდან შესაძლოა ბუქმეკერებს კლუბების დასპონსორება აუკრძალონ. საკვანძო როლს გადაწყვეტილებაში ბორის ჯონსონი შეასრულებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრი ითხოვს გუნდების მაისურებზე აღარ განთავსდეს საბუქმეკერო კანტორების რეკლამები.

შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელიც 2005 წელს მიიღეს, მარტში იწურება და პოლიტიკოსები მზად არიან რეფორმებზე წავიდნენ, თუმცა აღნიშნავენ: „გვესმის, რომ ეს არ არის საუკეთესო მომენტი ფულადი შემოსავლების შემცირებისთვის კორონავირუსის გამო“. ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ პრემიერლიგის კლუბების კონტრაქტები 110 მილიონი ფუნტით შემცირდება.

გასულ სეზონში ფსონებთან დაკავშირებული სპონსორები პრემიერლიგის 10 გუნდს ჰყავდა (20-დან), ასევე ჩემპიონშიფის 16 გუნდს (24-დან). თუმცა, ეს მთავრობას ვერ შეაჩერებს და ის იხელმძღვანელებს არსებული მტკიცებულებებით თუ როგორ მოქმედებს ფსონების ინდუსტრია სპორტის დამოუკიდებლობაზე.

ვარაუდობენ, რომ აკრძალვას შემოდგომიდან შემოიღებენ. საკვანძო ფიგურა სწორედ პრემიერი ჯონსონი გახდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტი გოლი და ნაკლები კამათი: როგორ მოქმედებს ცარიელი ტრიბუნები ფეხბურთზე

ოქროს ბურთი, ოქროს ბუცი, წლის ფეხბურთელი: რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი ჯილდო – ამ სიაში ქართველიცაა