in

რაგბის კავშირმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა

დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა ოზლაინ რეჟიმში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მორაგბეები დაასახელა.

რაგბის კავშირის ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე მანონი საღრაძე გახდა.

წლის საუკეთესო 7-კაცას მორაგბედ ლევან ნარიმანიძე დასახელდა.

საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯად კიდევ ერთხელ ნიკა ამაშუკელი დასახელდა. ამაშუკელმა წელს “ავივაზე” ირლანდია-იაპონიის მატჩი განსაჯა და ქართველი არბიტრი პირველად დაინიშნა ჩემპიონთა თასის მატჩზე სამსაჯოდ.

2021 წლის საუკეთესო ლეგიონერად დავით ნინიაშვილი დასახელდა. ნინიაშვილი წელს სარაგბო კლუბ “ხვამლიდან” ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “ლიონში” გადავიდა და გუნდის ძირითადის წევრადაც იქცა. ნინიაშვილმა “ლიონშიც” დაიმკვიდრა თავი და ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე, “ჩელენჯ თასზე”, “ლიონი”–”გლოსეთერის” შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მორაგბეც გახდა.

“ბორჯღალოსნების” წლის მექულე თედო აბჟანდაძე გახდა. საქართველოს ნაკრების და “ბრივის” მგეზავმა 2021 წელს საქართველოს ნაკრებში 70 ქულა მოაგროვა (17 ჯარიმა, 8 გარდასახვა და 1 ლელო)

2021 წლის საუკეთესო მელელელოვე კი, საქართველოს ნაკრებისა და პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის “შავი ლომის” გარემარბი აკაკი ტაბუცაძე გახდა. ტაბუცაძემ წელს “ბორჯღალოსნების” კვართით 14 ლელო გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრასნოდარმა ბათუმის დინამოს აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა

კალაძემ სპორტსმენები დააჯილდოვა