in

შალვა მამუკაშვილი: ფიჯისთან ორი მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ სერიის მატჩებისთვის ემზადება. ლევან მაისაშვილის შეგირდები ნოემბერში ორ მატჩს გამართავენ: 14 ნოემბერს, ქალაქ ბორდოში, “ბორჯღალოსნები” საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. “ლე ბლეს” აქამდე ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიოს თასზე შევხვდით და მაშინ ფრანგებმა 64:7 იმარჯვეს. 21 ნოემბერს კი, “ბორჯღალოსნები” ესპანეთში გადაინაცვლებენ და მადრიდის სიახლოვეს ფიჯის დაუპირისპირდებიან.

მოახლოებული მატჩების, პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზის და ზოგადად ქართული რაგბის შესახებ Sport4me.ge “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” კვაჭს შალვა მამუკაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ტესტები ფიჯისთან და საფრანგეთთან

რა თქმა უნდა, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ურთულესი მატჩები გველის. ფრანგებთან საქართველოს ნაკრებს 2007 წლის მერე არ უთამაშია. ძალიან ძლიერი და მზარდი გუნდია. პირადად, ჩემთვის მომავალ მსოფლიოზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდება, “ლე ბლე” ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ჩემპიონობის. ჩვენთვის მათთან თამაში უდიდესი გამოცდილებაა და განვითარებისთვის გამოგვადგება. ფიჯის ნაკრებს რაც შეეეხება, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე მათთან ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ მათთან გამარჯვების მოსაპოვებლად.

შავი ლომი

“შავმა ლომმა” “რაგბი ევროპის სუპერთასზე” ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. ორი მატჩი ჩავატარეთ და ორივე შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ. თამასში იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ახლადშექმნილი გუნდისთვის ეს ჩვეულებრივია. სამწუხაროა, რომ “ენისეისთან” მატჩი ჩაგვეშალა, მაგრამ ორი მატჩი ვითამაშეთ და ის მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ვართ გამოძახებული, შეთამაშების პრობლემას არ განვიცდით. სწორედ ეს იყო ფრენჩაიზის მთავარი მიზანი, რომ სანაკრებო მატჩებისთვის შეთამაშებული ვიყოთ და “შავ ლომში” ნაკრების პრეტენდენტები გამოიკვეთონ.

რას მისცემს ფრანჩიზა ქართულ რაგბის?

ჩემი აზრით, ფრენჩაიზი არის გზა ნაკრებისკენ, გუნდი არის დაკომპლექტებული როგორც ნაკრების მოთამაშეებით, ასევე სანაკრებო სტაფი უძღვება გუნდს. ეს არის გამოცდილი გზა ეროვნული ნაკრების განვითარებისთვის და გზა, რომელიც გაიარეს ისეთმა სარაგბო ქვეყნებმა როგორებიცაა: ირლანდია, შოტლანდია, უელსი, არგენტინა. რაც შეეხება ტურნირს, სადაც “შავი ლომი” მონაწილეობს, გახლავთ “რაგბი ევროპის სუპერ თასი”, რომელიც ჩემი აზრით პირველი სეზონისთვის იდეალურია და ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტურნირებში მონაწილების შესაძლებლობებზე. ვგულისხმობ უფრო მაღალი დონის ტურნირებს.

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი

2023-მდე 2 წელია კიდევ, რა თქმა უნდა, ყველა შეკრება და ტესტი ემსახურება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. დაველოდოთ როგორი კონდიციებით შევხვდებით მსოფლიო თასს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზლატანის გოლები და უნარები

ლერი აბულაძე: ფავორიტად ვითვლებოდი და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე