in

ბასილაშვილმა წელი 22-ე ადგილზე დაასრულა: 18-საფეხურიანი პროგრესი წლის განმავლობაში

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2021 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი მსოფლიოს 22-ე ჩოგნის რანგში დაასრულა.

29 წლის ბასილაშვილმა მიმდინარე წელი 1 395 ქულით მე-40 ადგილზე დაიწყო, ამდენად, სერიოზული წინსვლა ჰქონდა. ნიკოლოზის პროგრესი დოჰასა და მიუნხენის 250-ათასიანი ტურნირების მოგებით იყი განპირობებული, რასაც ოქტომბერში ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსის ფინალში გასვლა მოჰყვა.

ამჟამად, ნიკას მონაგარი 2 101 ქულაა და ის მცირედით ჩამორჩება ვეტერან ფრანგ ჩოგბურთელ გაელ მონფილსს (35 წელი, 2 158 ქულა), საქართველოს პირველი ჩოგნის უახლოესი მდევარი კი 24 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცია (2 050).

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 2019 წლის 27 მაისით თარიღდება, როდესაც მან კლასიფიკაციის მე-16 საფეხურს უწია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგა: წლის სიმბოლური – 8 ფეხბურთელი ჩემპიონიდან

ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოავლინა