in

სიცრუეა თითქოს მისი დარჩენა არ მინდოდა: ის გამოგვადგება – ხვიჩას მწვრთნელი თავდამსხმელებზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დრის მერტენსის წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„გავიგე, რომ მე ეს არ მინდოდა (მერტენსის დარჩენა). ეს სიცრუეა. კლუბსაც სურდა, რომ დარჩენილიყო. „ნაპოლიმ“ მას ხელი გაუწოდა, კონტრაქტის გახანგრძლივება შეთავაზა, მაგრამ მან არ მიიღო“, – დაწერა სპალეტის სიტყვები Corriere della Sera-მა.

ამჟამად თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია. 35 წლის ბელგიელი „გალათასარაის“ სურს.

სპალეტიმ ასევე ისაუბრა „სასუოლოს“ ფორვარდ ჯაკომო რასპადორის გადასვლაზე.

„მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ახალგაზრდა, ძლიერი, უნივერსალურია. აქვს ინდივიდუალობა, რაც ჩვენ გვჭირდება. ის მერტენსის ბუნებრივი ცვლილება იქნებოდა“, – უთხრა ხვიცას მწვრთნელმა ჟურნალისტ ნიკოლო სკირას.

რასპადორით „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. თავად ფეხბურთელმა კი „სასუოლოს“ გაშვება თხოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი წლის წინ ამ დღეს, მესიმ ბარსელონა დატოვა

ხარაბაძე კვიპროსში მიდის