Behind The Buck Pass ამერიკული გამოცემაა, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელზე სანდრო მამუკელაშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ “მილუოკის” სკაუტებმა ზაფხულის დრაფტზე სწორი არჩევანი გააკეთეს.
“დრაფტზე ბაქსს 31-ე არჩევანი ჰქონდა, რაც, ფაქტობრივად, პირველი რაუნდის ბოლოა და კარგი მოთამაშის პოვნა შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, გაცვლების შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ “მილოუკის” მოქმედების საშუალება დრაფტის ბოლოს მიეცა. მათ არჩევანი მამუკელაშვილსა და კალაიცაკისზე გააკეთეს. კალაიცაკისი ცოტა ხნის წინ გაუშვეს გუნდიდან, სანდრო კი გარკვეულ იმედებს იძლევა და უკვე შეიძლება თქმა იმისა, რომ მისმა აყვანამ გაამართლა.
ტრავმებისა და პანდემიისგან გამოდინარე, მამუკელაშვილს იმაზე მეტი დრო ეძლევა, ვიდრე სეზონის დასაწყისში მოელოდნენ. სანდრომ 32 მატჩიდან 17-ში მიიღო მინაწილეობა, საერთო ჯამში პარკეტზე დაახლოებით 200 წუთი დაუგროვდა. ეს კი დრაფტის მე-2 რაუნდში აყვანილ კალათბურთელთა შორის მე-6 მაჩვენებელია.
მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 3.6 ქულა, 2.3 მოხსნა და 3-ქულიანებში 40%-იანი მაჩვენებელია. ეს საკვანძო მაჩვენებელია იმისთვის, რომ მას NBA-ში წარმატებული კარიერა ჰქონდეს. ის ნამდვილად ვერ იცავს ფარს კარგად, მაგრამ კარგად იბრძვის მოხსნისთვის, განსაკუთრებით მეტოქის ფარზე”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings