ტატო გრიგალაშვილი წელს რეიტინგის ლიდერად ასრულებს.
IJf-მა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ) უკანასკნელად დააკორექტირა რეიტინგის ქულები და გრიგალაშვილი 6 592 ქულით, როგორც -81 კგ-ის, ისე ვაჟთა შორის შვიდივე წონითი კატეგორიის, სათავეშია.
საკუთარ წონით კატეგორიას სათავეში უდგას კიდევ ერთი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი 5 475 ქულით -73 კგ-ს ლიდერობს.
10-ეულში მონაწილე გვყავს ქალთა შორისაც. ეთერ ლიპარტელიანი 57-კგ წონით კატეგორიაში მეშვიდე პოზიციაზეა.
რაც შეეხება დანარჩენ წონებს, ქართველთა შორის ასევე ათეულში ხვდებიან:
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი (#2)
-90 კგ ლაშა ბექაური (#2)
-90 კგ ბექა ღვინიაშვილი (#9)
-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი (#4)
-100 კგ ილია სულამანიძე (#9)
+100 კგ გელა ზაალიშვილი (#4)
+100 კგ გურამ თუშიშვილი (#6)
GIPHY App Key not set. Please check settings