ესპანეთში კარგი მატჩები გამოვიდა. მოულოდნელად გაჩერდა “რეალი”, რომელმაც კი დაბომბა აუტსაიდერთაგანი “კადისი”, მაგრამ ბურთი კარის ბადეში მაინც ვერ გახვია. ისე, გაგიკვირდებათ და აზარმა 90 წუთი ითამაშა.
უფრო საინტერესო სხვა წყვილები გამოდგა.
ყველაზე საინტერესო იყო “სევილიას” მოგება “ატლეტიკოსთან”, რომელშიც ვერმოთამაშე სუარესი მწვრთნელმა შეცვალა და ამის გამო ურუგვაელმა სიმეონე გამოლანძღა, ამბობენ, აგინაო. “სევილიამ” კი 89-ე წუთზე გატანილი გოლით აიღო 3 ქულა და ახლა მე-2 ადგილზე მყარად ზის. სხვათა შორის, ლიდერი “რეალის” დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში მთავარ კონკურენტად სწორედ “სევილია” დაასახელა: “ოსტატური გუნდი, მშვენიერი გულშემატკივრები”.
ისე, უკვე ხვალ, 21 დეკემბერს, “სევილია”-“ბარსელონაა”.
მე-3 ადგილზე “ბეტისია”, რომელიც ბილბაოში კი იგებდა, მაგრამ მერე ორჯერ გაუშვა, გადამწყვეტი მიწურულს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მარცხებს მოუხშირა ერთ დროს ლიდერთაგანმა “სოსიედადმა”, ახლა შინ “ვილიარეალს” დაუთმო და ეს ზედიზედ მე-4 წაგებაა.
უნდა ითქვას “ბარსელონაზეც”. ჩავის გუნდი 20 წუთში 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში, 2 წუთში 2-ჯერ გაუშვა და თამაში 5 წუთით ადრე გადაარჩინა. „ბარსელონამ“ ბოლო 4 მატჩიდან პირველად მოიგო. 17 წლის გავი და 22 წლის ჟუტგლამ კი სადებიუტო გოლები გაიტანეს.
ანჩელოტი: “რეალი” იმსახურებდა 3 ქულას. არ გვეყო შეტევაში ოსტატობა”.
“რეალმა” 36-ჯერ დაურტყა “კადისს” და ბურთის ფლობა 81.95% ჰქონდა – 2005/06 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
შეწყდა “რეალის” ზედიზედ 10-მატჩიანი მოგებათა სერია.
ივან რაკიტიჩს 56 გოლი აქვს ლა ლიგაში. ხორვატებს შორის უფრო მეტი დავორ შუკერს გაუტანია – 114.
“გრანადას” ხორხე მოლინა ტოპ ლიგებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოლინა თითქმის 40 წლისაა.
„ბარსელონამ“ „ელჩესგან“ გოლი პირველად გაუშვა 1978 წლის შემდეგ.
ფერან ჟუტგლამ “ბარსელონას” სადებიუტო მატჩში უკვე 16 წუთში შეაგდო გოლი. ეს 21-ე საუკუნეში მესამე ყველაზე სწრაფი გოლია დებიუტანტისთვის.
17 წლის და 135 დღის გავი ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა ტოპ 5 ლიგაში მიმდინარე სეზონში.
ჩავი: „ამ სიტუაციაში სამ ქულას ოქროს ფასი ადევს. გუნდს ესმოდა თავისი უპირატესობა, კარგად ვითამაშეთ“.
“ატლეტიკოს” ლუისს სუარესს ზედიზედ მე-7 თამაშია გოლი ვერ გააქვს, რაც მისი ყველაზე ცუდი მშრალი სერიაა ესპანეთში.
ბოლო 5 წუთში გაშვებული გოლების გამო “ატლეტიკომ” 6 ქულა დაკარგა, “კადისმა” – 7.
„ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ზედიზედ 3 თამაში წააგო. ასეთი რამ 2011 წლის მერე არ მომხდარა.
ლა ლიგა – XVIII ტური
სელტა – ესპანიოლი 3:1
რაიო ვალეკანო – ალავესი 2:0
სოსიედადი – ვილიარეალი 1:3
ბარსელონა – ელჩე 3:2
სევილია – ატლეტიკო 2:1
გრანადა – მალიორკა 4:1
ბილბაო – ბეტისი 3:2
ხეტაფე – ოსასუნა 1:0
რეალი – კადისი 0:0
ორშაბათი, 20 დეკემბერი
ლევანტე – ვალენსია
GIPHY App Key not set. Please check settings