ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს რუსულიდან ინგლისურ პრემიერლიგაში.
20 წლის ქართველით დაინტერესებას გამოთქვამენ „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“ და „საუთჰემპტონი“. ამის შესახებ წერს ჟურნალისტი პიტ ორურკი.
ხვიჩას კონტრაქტი „რუბინთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა.
ამ სეზონში ჩვენიანმა რუსეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ითამაშა, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვარაცხელიას სატრანსფერო საგა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. რომელი ქვეყნის რომელ გუნდს არ უკავშირებდნენ ქართველ ტალანტს, მათ შორის სახელიან ინგლისურ კლუბებსაც, მაგრამ საბოლოოდ რუსეთში დარჩა და როგორც გაირკვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაეწყო, რადგან უგუნებოდ მყოფმა კვარაცხელიამ თამაშს აშკარად მოუკლო და მისი მისამართით კრიტიკაც გახშირდა. გარდა ამისა, აქტიურად იწერება, რომ ქართველის სატრანსფერო ფასი დაცემულია. თუმცა, ახლა ფასზე მეტად მნიშვნელოვანი კარგ ჩემპიონატში გადასვლა და ისეთ გუნდში მოხვედრაა, რომელიც მის სტილს შეესაბამება და კი არ ჩაიკარგება, არამედ უფრო მეტად განვითარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings