„არსენალი“ გახდა მესამე კლუბი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 7 ათასი გოლი გაიტანა.
ამ შედეგს „მეთოფეებმა“ ლიდსთან“ გასვლით მატჩში მიაღწიეს. აღსანიშნავი გოლის ავტორი ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ მარტინელი გახდა.
პრემიერლიგის მე-18 ტურში „არსენალმა“ პირველ ტაიმშივე გაიტანა 3 გოლი. პირველი მე-15 წუთზე შეაგდო მარტინელიმ და სწორედ ეს გახდა საიუბილეო გოლი.
1888 წლიდან, როდესაც პირველად გაიმართა ინგლისის ჩემპიონატი, ამ ნიშნულს მხოლოდ ორმა გუნდმა გადააჭარბა – „ევერტონმა“ (7139) და „ლივერპულმა“ (7069).
„არსენალის“ მაისურით პრემიერლიგაში მე-5000 გოლის ავტორი გახდა პოლ მერსონი, ხოლო 6000-ე სესკ ფაბრეგასმა გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings