„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თამაშის შემდეგ კვარამ ბოდიში მოიხადა…
„ეს გამარჯვება ინდივიდუალური თვისებების თუ თამაშის ორგანიზაციის დამსახურებაა? ყოველთვის ორივესი. თუმცა, ცხადია, რომ გუნდური მუშაობის გარეშე შედეგები არ მიიღწევა. ამ გუნდში გვაქვს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ხარისხი, მაგრამ გუნდურობა და ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომობა არ უნდა დაიკარგოს. მაგალითად, დღეს ლოსანომ და კვარაცხელიამ დიდი სამუშაო შეასრულეს.კვარაცხელია კარგად მოიქცა, როცა ბოდიში მოიხადა ორი ეპიზოდისთვის, როცა თანაგუნდელებს პასი არ მისცა, სადაც მის თანაგუნდელს გატანა შეეძლო.,. ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა… ასე არ არის, ასე არ არის, რადგან ასე მექანიზმი არ მუშაობს. თუ შენ დაარტყამ კარში და თავისუფალ თანაგუნდელს პასს არ მისცემ, სხვა ეპიზოდში უკვე ის მოიქცევა ასე და იტყვის, რომ ახლა მე არ მოგეცი პასი და დავარტყი. ასე ყველაფერი რთულდება.
თქვენ (ჟურნალისტები) აშორებთ კვარაცხელიას გუნდური თამაშისგან, მე არა, თქვენ, როცა ამბობთ, ის არის, ის არის… თუმცა, კარგად მოიქცა, რომ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ პასის გაკეთება შეეძლო, ყველაფერი ასე მუშაობს. გოლები ყველამ გაიტანა, არა მხოლოდ მაგალითად რასპადორიმ, რადგან მას ოლივერამ მისცა მაგარი პასი. გარდა ამისა, ნამდვილი აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით“, – აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას შედეგი ასეთია: 3 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში სტუმრად „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 ოქტომბერს, „აიაქსს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings