in

შავმა ლომმა ისრაელში ბონუსით მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” დღეს ისრაელში “თელავივ ჰითის” დაუპირისპირდა და “რაგბი ევროპის სუპერთასის” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური.

მატჩი “შავი ლომის” დიდი უპირატესობით წარიმართა. ქართველმა მორაგბეებმა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ჩინებული რაგბი აჩვენა, მეტოქე პირწმინდან დაჩაგრა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საწყის 15 წუთშივე ორი ლელო დადო მეტოქის ჩათვლის მოედანში. პირველი ლელო სანდრო მამამთავრიშვილმა მიითვალა, რომელსაც ტრადიციული ქართული “მამა-პაპური” მოლი და შალვა მამუკაშვილის ლელო მოყვა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორივე ლელო ზუსტად გარდასახა, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა. ტაიმის შუა პერიოდი “შავმა ლომმა” რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. მსაჯმა ცინიკური თამაშისთვის მოედნიდან თორნიკე აქუბარდია გააძევა და ამ დროს ებრაელებმა გარდასუხული ლელოც მიითვალეს.

მეორე ტაიმში “ჰითმა” საწყის წუთებშივე ლელო დაგვიდა, მაგრამ ამის შემდეგ “შავი ლომი” დაიქოქა. შალვა მამუკაშვილმა კიდევ ორი ლელო დადო და დღევანდელ მატჩში ჰეთ-რიკი მიითვალა. “შადრეს” ლელოს მალევე ლაშა ხმალაძის ბრწყინვალედ გადაკიდებული ბურთის შემდეგ, აკაკი ტაბუცაძემ შედო ლელოს დადება. მალევე კი, თენგიზ პერინიძე ე.წ. “ნულოვან ზონაში” თავადვე შეძვრა და თავისი ლელოც დაამიწა “თელავივ ჰითის” ჩათვლის მოედანში. გიორგი ბაბუნაშვილმა ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა . “ჰითმა” მეორე ტაიმის მიწურულს ორი ლელო  დაგვიდო.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლელოს დროს მეტოქემ ე.წ. “ჯვარის” კომბინაციით,ნულოვან ზონაში გაგვიჭრა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

მატჩის საბოლოო წერტილი კი, მაინც  ქართველმა მორაგბეებმ დასვეს. აკა ტაბუცაძის ბრწყინვალე ლელო, რომელსაც ლუკა მატკავამ ზუსტი გარდასხვა მიაყოლა.

საბოლოოდ, 52:28 “შავმა ლომმა” შეხვედრა პრემიალურით მოიგო, პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა და ჯგუფში პირველი ადგილისთვის კრასნოიარსკის “ენისეის” დაუპირისპირდება. ისიც აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ქართველ მორაგბეებს სამი გასინბინებული მოთამაშე ყავდა და სათამაშო დისციპლინა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

“შავი ლომისა” და “ენისეის” გადადებულ მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტია

აიაქსის ფეხბურთელმა მესის რეკორდი მოხსნა