გუშინ, კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის დღე იყო და არაერთი მატჩი გაიმართა, რომელთა დეტალურ ანალიზში, ცხადია, ვერ შევალთ, თუმცა ყურადღება ქართველთა მატჩებზე შევაჩეროთ.
პირეოსში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ოლიმპიაკოსმა“ „სლოვანს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სასიამოვნოა, რომ სამივე ქართველი: ჩაკვეტაძე, კაშია და კანკავა ძირითადში იყვნენ. „სლოვანი“ 63-ე წუთზე გრინის გოლით დაწინაურდა, თუმცა ბერძნებმა გათანაბრება მოახერხეს და საპასუხო მატჩის წინ საბრძოლო ანგარიშია დაფიქსირებული. სათქმელია, რომ „ოლიმპიაკოსის“ მფლობელი, ევანგელოს მარინაკისი, „ნოტინგემ ფორესტის“ მფლობელიცაა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლოს კორბერანი, გასულ სეზონში „ჰადერსფილდს“ წვრთნიდა, რომელმაც ჩემპიონშიფის ფინალში, სწორედ „ფორესტთან“ წააგო, შესაბამისად, „სლოვანს“ ძალიან რთული მეტოქე ჰყავს.
კონფერენს ლიგაზე, უნგრულმა „ფეჰერვარმა“ 5:0 გაანადგურა მოლდოვური „პეტროკუბი“. ბუდუ სათადარიგოთა შორის იყო და როდესაც მატჩში ჩაერთო უვკე 4:0 იყო. ქართველს პენალტის შესრულება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოუხდა.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა რეიკიავიკში, სადაც „ვიკინგურმა“ ბათუმის „დინამოს“ ამწიოკებელ „ლეხს“ უმასპინძლა და სენსაციურად, 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველი, წიტაიშვილი და კვეკვესკირი თადარიგში იყვნენ და მეორე ტაიმში ჩაერთნენ შეხვედრაში.
GIPHY App Key not set. Please check settings