in

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშგარეს ნახევრად ავტომატური სისტემა განსაზღვრავს: მსაჯი გადაწყვეტილებას 25 წამში იტყვის

უეფამ გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრის ნახევრად ავტომატური სისტემის გამოყენების თაობაზე.

ტექნოლოგიას ჯგუფურ ეტაპზე დანერგავენ. მუშაობას უზრუნველყოფს სპეციალური კამერები, რომელსაც შეეძლება თითოეული ფეხბურთელის სხეულის მდგომარეობა 29 წერტილზე დააფიქსიროს.

ვარაუდობენ, რომ ვიდეოასისტენტების დახმარებით მსაჯის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 70 წამიდან 25 წამამდე შემცირდება. ამასთან, სტადიონზე ეპიზოდის სამგანზომილებიან მოდელს აჩვენებენ.

უეფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის რობერტო როზეტის თქმით, სისტემა ოფიციალური მატჩებისთვის მზადაა და დანერგილია ყველა იმ სტადიონზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბჟანდაძე და გიორგაძე მონტობანში გადავიდნენ

ჰასან სალიჰამიჯიჩი: კეინის ტრანსფერი მხოლოდ ჭორებია