საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა ევროპის შვიდგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს დაუპირიპირდა და ვერას გახდა.
უძლიერეს გუნდს ჩვენმა ბიჭებმა ვერაფერი მოუხერხეს და 0:8 განადგურდნენ.
პირველ ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ნახევარში 3 გოლი გაუშვა, საუკეთესო ჩვენი ნაკრების 42 წლის მეკარე ზვიად კუპატაძე იყო. მეორე ნახევარში კუპატაძე თორნიკე ბუკიამ შეცვალა, რომელიც საკმაოდ ცუდად ჩაერთო თამაშში.
საბოლოოდ, 0:8 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ. ესპანელები 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და პლეი-ოფში სლოვაკეთს შეხვდებიან. საქართველოს ნაკრებს კი, 1 თებერვალს, უმძიმესი მატჩი ელის რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც C ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings