in

ბარსა მილიარდებზე გადის: ამ სეზონში დიდ ფულს იშოვიან

„ბარსელონა“ ბოლო წლებში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში გაეხვა. ამის გამო დღემდე ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების ნებას არ აძლევენ. კლუბის ხელმძღვანელობა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს კიდევ თხოვს ხელფასის შემცირებას. პარალელურად ყიდის ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ გაიყიდოს – სტადიონის სახელწოდება, სატელევიზიო უფლებები და ა.შ.

თუმცა „ბარსაში“ უიმედოდ სულაც არ არიან, უიმედოდ კი არა, მილიონებს აქეთ ელოდებიან.

„ბარსელონა“ გეგმავს, რომ 2022/23 წლების სეზონზე 1.3 მილიარდი ევრო იშოვოს.

Diario Sport გადმოცემს, რომ დირექტორთა საბჭომ ეკონომიკური პროგნოზი მოამზადა, რომლის თანახმად კომპანია Sixth Street-სთვის სატელევიზიო უფლებების კიდევ 15%-ის გადაცემა კლუბს 400 მლნ ევროს მოუტანს, Barça Studios-ოს აქციების 24.5% გაყიდვა – 100 მლნ ევროს.

კიდევ 800 მლნ ევრო უნდა შევიდეს კლუბის ჩვეულებრივი საქმიანობიდან.

სეზონის განმავლობაში ხარჯების პროგნოზი 900 მლნ ევროა, აქედან 620 მლნ ხელფასების დარიგებაზე წავა.

ამრიგად, კატალონიელები 400 მლნ ევროს შემოსავალს ვარაუდობენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აზაროვის ტრანსფერი 300 000 ევრო დაჯდა: როგორია ქართული გუნდების სატრანსფერო მენეჯმენტი

აბჟანდაძე და გიორგაძე მონტობანში გადავიდნენ