საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ტრადიციულ გერმანულ კლუბ “ჰამბურგში” გააგრძელებს.
გიორგი გერმანული კლუბის ღირსებას ივლისის ბოლომდე დაიცავს, რადგან გერმანულ კლუბს “გენტიდან” იჯარის წესით შეუერთდა. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ “ჰამბურგამდე” ქართველი შემტევი “ჰოფენჰაიმს” და ლევერკუზენის “ბაიერსაც” სურდათ.
“კურიოზი: “ჰამბურგამდე” მუტცელი ჰოფენჰამიმში, ხოლი იონას ბოლდტი – ლევერკუზენში მუშაობდა. ორივე მათგანს, სხვადასხვა დროს, სხვა გუნდებში მუშაობის დროს, ქართველი ტალანტის გადაბირება სურდა. გიორგის სახელს “ბაიერნი” და “ბარსელონაც” დაუკავშირდა, თუმცა საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი “გენტში” აღმოჩნდა”, – წერს bild.
GIPHY App Key not set. Please check settings