ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა პიკს აღწევს და ერთმა ამბავმა იფეთქა კიდეც. ბევრისთვის სასურველმა ვლაოვიჩმა მაინც და მაინც „ფიორენტინას“ საძულველი გუნდი „იუვენტუსი“ აირჩია და თავიც საფრთხეში ჩაიგდო.
„სიტი“ არგენტინის ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ყიდულობს. „ქალაქელები“ ალვარესში 18.5 მლნ ევროს იხდიან. გარიგება შეთანხმებულია.
„ინტერი“ იჯარით აიყვანს „ატალანტას“ გოზენს და 30 მლნ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება, რაც შესაძლოა სავალდებულოც გახდეს.
„ელჩეს“ თავდამსხმელი ლუკას ბოე „ატლეტიკოს“ აინტერესებს, რომელსაც ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებენ.
„ეინდჰოვენის“ თავდამსხმელი კოდი გაკპო „სიტის“ და „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრშია. 22 წლის ფორვარდს „ბაიერნიც“ აკვირდება.
London Evening Standard-მა „არსენალის“ სასურველი ფორვარდების შორტ-ლისტი ჩამოწერა. ვლაოვიჩის გამოკლების გამო სიაში შევიდნენ: ალეკსანდრ ისაკი („სოსიედადი“),ჯონათან დავიდი („ლილი“) და დომინიკ კალვერტ-ლიუინი („ევერტონი“).
„მანჩესტერმა“ სეზონის ბოლომდე 5 მილიონად მარსიალი „სევილიას“ იჯარით მისცა. 26 წლის ფრანგი უკვე ჩავიდა ესპანეთში.
„მანჩესტერი“ თანახმაა ვან დე ბეკი „კრისტალ პალასში“ გაუშვას.
„მანჩესტერი“ აქტიურია ახალი მწვრთნელის ძიებაში. მანკუნიანელებს შორტ-ლისტიც ჰქონიათ: მაურისიო პოჩეტინო, ერიკ ტენ ჰაგი, ხულენ ლოპეტეგი და ლუის ენრიკე.
„ბარსელონას“ ჯერ კიდევ აინტერესებს ალვარო მორატა. ვლაოვიჩის ტურინში მისვლის გამო, ეს ტრანსფერი რეალური ჩანს.
„ბარსელონა“ აპირებს წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს ნიკლას ზიულესთან, რომელიც ნამდვილად დატოვებს „ბაიერნს“ ზაფხულში.
„პორტოს“ ლუის დიასისთვის რიგი დადგა. მისით „ატლეტიკო“ და დორტმუნდის „ბორუსია“ იყვნენ დაინტერესებული, ახლა მათ „მანჩესტერიც“ დაემატა.
„აიაქსი“ „ბოკა ხუნიორსის“ მცველს ფრანკ ფაბრას აკვირდება „ბარსელონაში“ გადასვლის მეოცნებე ნიკოლას ტალიაფიკოს სანაცვლოდ.
ვეინალდუმს არ მოსწონს პსჟ-ში მდგომარეობა და ინგლისში დაბრუნება უნდა, „არსენალში“.
„იუვენტუსი“ და „ფიორენტინა“ შეთანხმდნენ ვლაოვიჩის ტრანსფერზე 75 მლნ ევროს სანაცვლოდ. თუმცა ამას ფლორენციელი ფანების საშინელი რეაქცია მოყვა, რომლებიც ვერ იტანენ „იუვეს“. პოლიციას ფეხბურთელის სახლის დაცვა უწევს, რადგან ქომაგებმა მუქარა დაიწყეს და შეურაცხმყოფელი ბანერები უკვე გამოაკრეს:
„დაცვა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს. ბოშავ, ყველაფერი დასრულდა!“
ამას გარდა, ასევე დაუწერეს: „პატივისცემას გოლებით ვერ მოიპოვებ. ვლაოვიჩი – აყროლებული კუზიანია“ (კუზიანებს „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს და ფანებს ეძახიან); „ვლაოვიჩი – განავალია“; „ვლაოვიჩი – განავალო ბოშა“.
GIPHY App Key not set. Please check settings