საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ასპარეზობს, სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს.
ამ გამარჯვებით ავთანდილ ასათიანის გუნდი რეიტინგში დაწინაურდა და მე-13 ადგილს (აქამდე მე-17) იკავებს. მათ დამარცხებული აზერბაიჯანი კი, მეცხრე ადგილზეა.
რეიტინგს ესპანეთი უდგას სათავეში, შემდეგ პორტუგალია და რუსეთი მოდიან.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით, 20:30-ზე გამართავს და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილზეა.
ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ – დღეს მეორე მატჩია: ბოსნიასთან
გამარჯვების შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის გუნდი 1/4 ფინალის საგზურს გაინაღდებს, სადაც უდიდესი ალბათობით რუსეთი ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings