in

მარიამ ბოლქვაძემ იტალიელი დაამარცხა და 1/8 ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს მეორე ქალი ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს და 1/8 ფინალშიც გავიდა.

24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრაში იტალიელი დებორა კიეზა 6:3, 6:2 დაამარცხა. ბოლქვაძემ მეტოქე 7-ჯერ დააბრეიქა. 1/8 ფინალში მარიამი ტაივანელ იოანა გარლანდს შეხვდება.

შეგახსენებთ, მარიამ ბოლქვაძეს WTA-ს კლასიფიკაციაში 386 ქულა აქვს და 178-ე ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ – დღეს მეორე მატჩია: ბოსნიასთან

ისტორიული მატჩის წინ: საქართველო რეიტინგში დაწინაურდა