90 წუთი ამოიწურა. პირველ ტაიმში საშინელი ფეხბურთის გამო, „ატლეტიკო“ შინ „ვალენსიასთან“ 1:2-ს აგებს, მსაჯმა რამდენიმე წუთი წაამატა და… მეორე ტაიმში უკეთ მოთამაშე მადრიდელები ერთბაშად ორ გოლს იტანენ – ჯერ კორეამ გაათანაბრა (91-ე წთ), მერე კი 93-ეზე ერმოსომ გამარჯვების და სიგიჟის გოლი გაიტანა.
ისე მოხდა, რომ სხვა გრანდებმაც ამავე ბილიკზე გაიარეს. „რეალიც“ შინ 0:2-ს აგებდა და მასაც გადარჩენა ბოლოს მოუხდა. მადრიდელებმა 82-ე და 92-ე წუთებზე გაიტანეს (მოდრიჩი პენალტით და მილიტაო) და ქულა გადაირჩინეს.
მატჩის ბოლოს მოახერხ გატანა და 3 ქულის აღება „ბარსელონამ“, რომელმაც 87-ე წუთზე ფრენკი დე იონგის გოლით მოიგო.
„ბარსა“ უკვე მე-5 ადგილამდე ავიდა და „ატლეტიკოს“ ოდენ 1 ქულით ჩამორჩება, აი „რეალამდე“ კი ძალიან შორია – 15 ქულა.
არ გამოგვრჩეს – მომდევნო ტურში „ბარსელონა“ შინ „ატლეტიკოს“ მიიღებს (6 თებერვალს) და თუ მოუგო, ოთხეულშიც შევა.
სიმეონე: „პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ვგავდით. ბიჭებს ვუთხარი, თუ წავაგებდით, ამას ღირსეულად გავაკეთებდით. მეორე ტაიმში საკუთარი გუნდი ვიცანი. ჩვენ თამაში დავიწყეთ. ეს იყო ფანტასტიური ტაიმი“.
„ბარსელონამ“ ბოლო 4 მატჩში პირველად მოიგო. მომდევნო თამაში „ატლეტიკოსთანაა“.
ჩავი: „ოქროს 3 ქულა მოვიპოვეთ, მზე ამოვიდა. „ბარსას“ მაისური 20 კგ-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის“.
„რეალს“ ბოლო 5 მატჩში 1 წაგება და 2 ფრე აქვს. მანამდე ზედიზედ 7 მოგება იყო.
ანჩელოტი: „ჩვეულებრივ ასეთი მატჩები წაგებით მთავრდება. არ ვართ კმაყოფილი, ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ“.
ბენზემამ პირველდ ვერ გაიტანა პენალტი. „ელჩემდე“ 16 ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
ლა ლიგა – XXII ტური
ესპანიოლი – ბეტისი 1:4
ლევანტე – კადისი 0:2
ვილიარეალი – მალიორკა 3:0
სევილია – სელტა 2:2
ატლეტიკო – ვალენსია 3:2
გრანადა – ოსასუნა 0:2
რეალი – ელჩე 2:2
რაიო ვალეკანო – ბილბაო 0:1
სოსიედადი – ხეტაფე 0:0
ალავესი – ბარსელონა 0:1
GIPHY App Key not set. Please check settings