საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და პოლონურ “რაკოვს” უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა – 3:3.
ბათუმური გუნდიდან გოლები თორნიკე გაფრინდაშვილმა (2) და ბენჟამინ ტეიდმა გაიტანეს. გაფრინდაშვილი სპარინგმატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება. მან ორ მატჩში სამჯერ შეძლო მეტოქის კარის ბადის აღება.
შეგახსენებთ, ბათუმის “დინამომ” თურქული შეკრების პირველი მატჩი პოზნანის “ლეხს” მოუგო (2:1).
ვიდეო: ბათუმის დინამომ ლეხი დაამარცხა
27 იანვარს, ბათუმელები მონტენეგროს “რუდარს” დაუპირისპირდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings