გუშინ, კვიპროსის თასზე 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.
“აპოელმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. “აპოელის” ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი იყო – გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი.
ქვილითაიამ მატჩის მე-18 წუთზე გოლიც გაიტანა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილის კუთხურს მოყვა. ქვილითაიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. შეხვედრა “აპოელმა” 2:1 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ, მცირე უპირატესობა შეიქმნა. ქვილითაიამ სრულად ითამაშა. ოქრიაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს.
GIPHY App Key not set. Please check settings