პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი”, რომელიც შარშან შეიქმნა და “რაგბი ევროპის სუპერთასზე” ასპარეზობს, მარტიდან სამხრეთ აფრიკის “ქარი ქაფზე” ითამაშებს.
rugger.info-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “შავი ლომი” ქარი ქაფის პირველ დივიზიონში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები: ზიმბაბვეს, ნამიბიის, კენიის ფრენჩაიზები და სამხრეთ აფრიკული “იგლზი” და “გრიფონსი” იქნებიან. ტურნირი 26 მარტს აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “რაგბი ევროპის სუპერთასზე” ასპარეზობს და ერთი ტურით ადრე განაღდებული აქვს ნახევარფინალის საგზური.
GIPHY App Key not set. Please check settings